вторник, 18 июля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

               დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ ხალისიანად და მრავალფეროვნად წარიმართა. გადავიმეორეთ ის მასალები, რომლებიც გავიარეთ ტრენინგის მთლიანი კურსის განმავლობაში. დღეს თითოეულმა წარადგინა თავისი პროექტი პრეზენტაციის სახით, რომელმაც გამოიწვია დადებითი შეფასებები და აპლოდისმენტები. ასევე მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ქალბატონმა აზა ჩხიკვაძემ თავისი პრეზენტაცია დაასრულა ხაჭაპურით და გაგვიმასპინძლდა ტრენინგის მონაწილეებს.
               და ბოლოს ტრენინგის დღე დავაგვირგვინეთ მრავალჟამიერით.

понедельник, 17 июля 2017 г.

ტრენინგის 8 დღე

დღევანდელ ტრენინგზე  შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა. ჩავწერეთ გეგმის პროცედურები, შენინშვნები და შეფასებები. პროექტის სტანდარტებში ჩავამატეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე სსმ მოსწავლეებისთვის  და არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის დასაძლევი უნარები. ვისწავლეთ კითხვარის შექმნა და ავტვირთეთ დრაივზე.დავალებად მოგვეცა კითხვების დასრულება.

четверг, 13 июля 2017 г.

ტრენინგის 7 დღე

 დღევანდელ ტრენინგზე წავიკითხეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები. გავაცანით ტრენერს ჩვენი ნამუშევრები და მივიღეთ შესაბამისი რჩევები და მითითებები, შემდეგ გავაცანით ინდივიდუალური  განსხვავებები და თავისებურებები სწავლი დროს, რომელიც  მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შესაბამისად შევავსეთ ცხრილი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მუშაობის აქტივობას პროექტზე მუშაობის დროს.
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტუალურ თეორიას,  განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები,შევქმენით პროექტის  საქაღალდე და იქ  მივათავსეთ ჩვენი პროექტი.

вторник, 11 июля 2017 г.

ტრენინგის 6 დღე

გავეცანით და შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა.. შევისწავლეთ დრაივზე ახალი დოკუმენტის შექმნა. დავალებად მოგვეცა პროცედურების ფაილში დაწვრილებით ჩამოვწეროთ  კითხვები და აქტივობები.. ვისწავლეთ დოკუმენტის დრაივზე  შექმნა, გაზიარება და უკ კავშირების ჩაწერა. შევაფასეთ ჩვენივე შექმნილი რუბრიკებით მოსწავლის ნაშრომი.

четверг, 6 июля 2017 г.

ტრენინგის მე-5 დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ და შევქმენით მოსწავლის პროექტის პრეზენტაცია სლაიდ-შოუს გამოყენებით.მიზნებიდან გამომდინარე აქტივობებზე ავაწყვეთ საპრეზენტაციო მასალა.ვისწავლეთ სურათების მოძიება, ატვირთვა და ჩასმა. პრეზენტაცია შევქმენით შემდეგი ჩამონათვალის მიხედვით:
1 სატაური- ჯგუფის სია
2 აქტუალობა
3 მსვლელობა-აქტივობები ვიდეო, სლაიდ-შოუ
4. ფაქტები, აღმოჩენები
5გამოკითვის შედეგები დიაგრამები
6 ანალიძი დასკვები
7 საზოგადოებისთთვის რეკომენდაციები, რჩევები
8 წყაროები
      შევქმენით დიაგრამა,გავეცანით  ,,საავტორო უფლებების დაცვის" პრეზენტაციას

среда, 5 июля 2017 г.

ტრენინგის 4 დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალინ საინტერესო. გავეცანი შეფასების სრატეგიებს და მიზანს. ვისწავლეთ თითოეული მიზნის სრატეგია და ინსტრუმენტი. განვსაზღვრეთ
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითარებელი შეფასების სახეები,თუ როდის  რომელი უკეთესია გამოყენების თვალსაზრისით. ვისწავლეთ ბლოგზენ კომენტარების გაკეთება. შევქმენით ,,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე"ცხრილი და შევავსეთ. დავალებად მოგვეცა მიზნების შესაბამისი აქტივობების ჩამოწერა.

вторник, 4 июля 2017 г.

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალინ საინტერესო. გავეცანი შეფასების სრატეგიებს და მიზანს. ვისწავლეთ თითოეული მიზნის სრატეგია და ინსტრუმენტი. განვსაზღვრეთ
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. განმავითარებელი შეფასების სახეები,თუ როდის  რომელი უკეთესია გამოყენების თვალსაზრისით. ვისწავლეთ ბლოგზენ კომენტარების გაკეთება. შევქმენით ,,ვიცი- მინდა ვიცოდე-ვისწავლე"ცხრილი და შევავსეთ. დავალებად მოგვეცა მიზნების შესაბამისი აქტივობების ჩამოწერა.

пятница, 30 июня 2017 г.

ტრენინგის 3 დღე

გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას 2  მოდულის მიხედვით, ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით. შემდეგ გავეცანით ჩვენი საგნის სასწავლო საგნის    სასწავლო სტანდარტს და გამოვიყენეთ მისაღწევ შედეგებზე  მორგებული ინდიკატორები, ჩავსით შაბლონში. შევადგინეთ პროექტიდან გამომდინარე სასწავლო მიზნები და შევუსაბამე შედეგებს. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.

четверг, 29 июня 2017 г.

ტრენინგის მე-2 დღე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო.გავაცანით ტრენერს ჩვენ მიერ შექმნილი პროექტის შინაარსი. მისი მითითებით გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.გაქვეცანით ბუკლეტის შაბლონებს და ვისწავლეთ მისი შექმნა, ასევე სურათების გადმოტვირთვა და ბუკლეტი ავტვირთეთ დრაივზე.

суббота, 24 июня 2017 г.

ტრენინგის 1 დღე

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. ვისწავლეთ
ვიუვერის გამოყენება.შევქმენით ბლოგი და ინფორმაცია შევინახეთ დრაივზე.  დრაივი
არის ინფორმაციის საცავი, რომელიც საიმედოდ ინახავს მოცემულ მასალებს.
ტრენინგი იყო საინტერესო, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის მრავალმხრივ
განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებს და სასწავლო პროცესში
გამოყენებას.